Loading data...
Reuters: ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზას ხურავს და ფრენებს 50%-ით ამცირებს

ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ის განაცხადეს, რომ ბერლინში მოქმედ ბაზას დახურავენ და ზამთრის სეზონზე გერმანიის მიმართულებით ფრენებს 50%-ით შეამცირებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს

კომპანიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი საკომისიოები და გადასახადებია.

ირლანდიაში დაფუძნებული კომპანიის განცხადებით, ბერლინში ბაზირებულ შვიდივე თვითმფრინავს გადაიყვანენ უფრო დაბალი ხარჯების მქონე ევროპულ აეროპორტებში, მათ შორის შვედეთში, სლოვაკეთში, ალბანეთსა და იტალიაში.