Loading data...
Reuters: აშშ ვენესუელასთან დაკავშირებით ახალ ოპერაციებს დაიწყებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელასთან დაკავშირებული ოპერაციების ახალი ფაზის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. წერს „როიტერი.

გამოცემა წერს, რომ ახალი ოპერაციის მასშტაბები და მოსალოდნელი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა ცნობები მოსალოდნელი ქმედებების შესახებ, რადგან ვენესუელასთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვის აუზში ძალები განალაგეს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მადუროს წინააღმდეგ ახალი მოქმედებების პირველი ნაწილი, სავარაუდოდ, ფარული ოპერაციები იქნება.

„პრეზიდენტი ტრამპი მზადაა ამერიკული ძლიერების ყველა ელემენტი გამოიყენოს, რათა ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანა შეაჩეროს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა