Loading data...
Reuters: აშშ-სა და ევროპელ სამხედროებს უკრაინისთვის უსაფრთხოების ვარიანტები აქვთ მომზადებული

აშშ-ისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის სამხედრო ლიდერებმა დაასრულეს უკრაინისთვის სამხედრო ვარიანტების განხილვა და განსახილველად წარუდგენენ მათ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს ვარიანტები წარედგინება თითოეული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში სათანადო განხილვისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის სამხედროების განცხადებაში.

„როიტერის“ ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ევროპული ჯარების გაგზავნა უკრაინაში ამერიკული სარდლობის ქვეშ. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამორიცხა ნატოს ჯარების უკრაინაში განლაგების შესაძლებლობა.

ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ გეგმავს ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას, თუმცა ღიად დატოვა აშშ-ის სხვა ჩართულობის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, 18-21-ის ჩათვლით ვაშინგტონში აშშ-ის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრები გაიმართა.