Reuters: აშშ ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად პუერტო-რიკოში 10 გამანადგურებელს გაგზავნის

აშშ-მა პუერტო-რიკოს აეროდრომზე ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციების ჩასატარებლად 10 „F-35“ ტიპის გამანადგურებლის განლაგების ბრძანება გასცა, - განუცხადა „როიტერს“ ამ საკითხთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ.
როგორც მედიასაშუალებას წყარომ განუცხადა, ავიაგამანადგურებლები პუერტო-რიკოში, ავიაბაზებზე განთავსდება ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციების ჩასატარებლად. სამხედრო თვითმფრინავები ადგილზე მომავალ კვირაში იქნება განლაგებული.
აშშ-მა ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ხომალდები განალაგა.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ კარიბის ზღვაში ვენესუელიდან მომავალ ხომალდზე დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ხომალდით ტერორისტების მიერ ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირება ხდებოდა.