Loading data...
Reuters: აშშ-მა რუსეთის ფარგლებს გარეთ „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურების გახსნის ნებართვა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაახანგრძლივა სპეციალური ნებართვა, რომელიც რუსულ ბენზინგასამართ სადგურების ქსელ „ლუკოილს“ საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ოპერირება რუსეთის ფარგლებს გარეთ, მოქმედი სანქციების მიუხედავად. იტყობინება „როიტერი“.

როგორც მედია წერს, ამჟამად სპეციალური ნებართვა ძალაშია 2026 წლის 29 ოქტომბრამდე და მოიცავს დაახლოებით 2000 ბენზინგასამართ სადგურს ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკაში, 

„ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები ვაშინგტონმა დააწესა, რათა შეემცირებინა შემოსავლები, რომელთა გამოყენებაც მოსკოვს შეეძლო უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში. თუმცა, რუსული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის სრულმა გათიშვამ, შესაძლოა, საწვავის ბაზრებზე დარღვევები გამოიწვიოს, ამიტომ აშშ-მა კომპანიას ოპერაციების განხორციელების საშუალება მისცა“, - აღნიშნულია ანგარიშში.