Loading data...
Reuters: აშშ-მა ირანთან ომის შეწყვეტისთვის შუამდგომლობის ინიციატივები უარყო

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების მცდელობები, დაეწყოთ დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ირანთან ომის დასრულებას, - წერს Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით.

„ირანმა, თავის მხრივ, უარყო ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა, ვიდრე აშშ-სა და ისრაელის დარტყმები არ დასრულდება“ - განუცხადა „როიტერსს“ ორმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ რამდენიმე ქვეყანა ცდილობდა კონფლიქტის დასრულებისთვის შუამავლობას.

წყაროების ცნობით, რამდენიმე ქვეყანამ შუამდგლომლობისა და ქვეყნებს შორის კომუნიკაციია არხების გახსნით ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, აღინიშნება, რომ ომანმა, რომელიც აქამდეც ასრულებდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონტაქტებში შუამდგომლის როლს, არაერთხელ სცადა დიალოგის ინიცირება, თუმცა თეთრ სახლში თქვეს, რომ ამ მომენტში ასეთ მოლაპარაკებებში დაინტერესებულნი არ არიან.

სააგენტოსთან საუბარში თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტრამპმა ასეთი ინიციატივები უარყო და სამხედრო ოპერაციის გაგრძელებაზეა ფოკუსირებული, რათა კიდევ უფრო დაასუსტოს თეირანის სამხედრო შესაძლებლობები.

„ამჟამად ის ამით არ არის დაინტერესებული და ჩვენ მისიას შეუჩერებლად გავაგრძელებთ. შესაძლოა, ეს დღე დადგეს, მაგრამ არა ახლა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.