1762368619
უცხოეთი
Reuters: აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც სირიის პრეზიდენტისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებს
აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც სირიის პრეზიდენტისთვის აჰმედ ალ-შარაასთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
როგორც Reuters იუწყება, რეზოლუციის პროექტი, ასევე, ითვალისწინებს სანქციების მოხსნას სირიის შინაგან საქმეთა მინისტრისთვის.
რეზოლუციის მისაღებად საჭიროა, სულ მცირე, ცხრა მომხრე ხმა და რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის, საფრანგეთის ან დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვეტოს არგამოყენება.