Loading data...
Reuters: აშშ-ის მიგრაციის სამსახურმა ნიუ ორლეანში არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაკავების ოპერაცია დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დავალებით, აშშ-ის მიგრაციის სამსახურმა ნიუ ორლეანში არალეგალი მიგრანტების დაკავების ოპერაცია დაიწყო.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაკავების ოპერაცია მიმართულია კრიმინალური დამნაშავეების წინააღმდეგ.

ნიუ ორლეანის საქალაქო საბჭოს წევრის, ლესლი ჰარისის განცხადებით, აღნიშნული ოპერაცია ქალაქში შიშსა და შფოთვას იწვევს.