1762330121
უცხოეთი
Reuters: აშშ გაეროს სთხოვს, ვაშინგტონში ვიზიტის ფონზე, სირიის პრეზიდენტს სანქციები მოუხსნას
აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ შარაას წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.
რეზოლუციის პროექტი, ასევე, ითვალისწინებს სირიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.
ჯერჯერობით უცნობია, როდის უყრიან კენჭს რეზოლუციას. რეზოლუციის მისაღებად საჭიროა მინიმუმ ცხრა ხმა და ვეტო არ უნდა დაედოს რუსეთის, ჩინეთის, შეერთებული შტატების, საფრანგეთის ან გაერთიანებული სამეფოს მხრიდან.
ვაშინგტონი უკვე რამდენიმე თვეა, რაც უშიშროების საბჭოს 15 წევრს სირიის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.