1746821895
უცხოეთი
Reuters: აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ

აშშ და ევროპელი მოკავშირეები მალე დაასრულებენ უკრაინაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზების მომზადებას, ხოლო რუსეთი თუ უარს იტყვის, მოსკოვს ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან ახალი სანქციები ელოდება. ინფორმაციას „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები, ცალმხრივად გამოცხადდეს თუ არა ცეცხლის შეწყვეტა თუ რუსეთს პასუხის გასაცემად მოკლე ვადა მიეცეს.
მოლაპარაკებები ევროპასა და აშშ-ს შორის გასული კვირიდან გააქტიურდა.
„ბოლომდე დასრულებული პროექტი არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაახლოების მომენტში ვართ. უხლოეს საათებში ან დღეებში შეიძლება, გამოცხადდეს ზავი, ან 30 დღით, ან ნაწილობრივი, ეტაპობრივი. ეს ვარიანტები ჯერ კიდევ განიხილება“, - აღნიშნა წყარომ.