რესპუბლიკელი სენატორი: ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა
დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ტრამპი მშვიდობის მისაღწევად, როგორც რუსეთზე, ისე უკრაინაზე განახორციელებს ზეწოლას.
რესპუბლიკელი სენატორი, ასევე, აცხადებს, რომ პუტინის რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვები უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ სახლებში.
„საბოლოოდ ის უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო მომავალი აგრესიებისგან ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობებით.
ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ იმას, თუ როგორც დასრულდება ეს ომი, ყურადღებით აკვირდებიან და ამან არ უნდა უბიძგოს სხვებს მომავალი აგრესიებისკენ. და ბოლოს, პუტინის რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვები უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ სახლში“, - წერს რესპუბლიკელი სენატორი.
I am confident that President Trump, in seeking peace in the Russia-Ukraine war, will do so by pushing both parties. But at the end of the day, he will ensure that Ukraine will be a free, sovereign nation with a strong ability to defend itself from future aggression. Too much has…
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) November 22, 2025