რესპუბლიკელი სენატორი: რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე პროგრესი მიღწეულია

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე პროგრესი მიღწეულია.
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში კანონპროექტზე მოქმედების გეგმა გამოქვეყნდება და ვფიქრობ, ეს ამ ომში დაგვეხმარება. ამის იმედი მაქვს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პრეზიდენტ ტრამპთან. ვფიქრობ, ოთხშაბათისთვის ჩვენს უთანხმოებებს მოვაგვარებთ, თუ როგორ იმუშავებს ეს“, - დასძინა გრეჰემმა.
სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელის რეზოლუციას, რომელსაც 80-ზე მეტი სენატორი უჭერს მხარს, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, 500%-მდე ტარიფი დააწესოს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ურანს, გაზსა და ნავთობს ყიდულობენ.
„ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, დროა, კონგრესმა ეს უფლებამოსილება პრეზიდენტს ლეგიტიმურად მიანიჭოს.
ვფიქრობ, კანონმდებლობა, რომელზეც ვმუშაობთ სენატორ ბლუმენტალთან ერთად, იქნება ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის, ჩინეთისთვის, ევროპისთვის, რომ ამერიკა და არამხოლოდ პრეზიდენტი ტრამპი, მხარს უჭერს იმ იდეას, რომ პუტინის ომის მანქანის მხარდამჭერებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“, - აცხადებს ამერიკელი სენატორი.
რესპუბლიკელმა სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს სანქციები ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა დაუწესონ.