Loading data...
რეკეტსა და ტრეფიკინგში ბრალდებულ რეპერ შონ კომბსს (Puff Diddy) წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის კამალა ჰარისთან და ბარაკ ობამასთან

გრემის მფლობელი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და ბიზნესმენი შონ კომბსი [Puff Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით გასულ კვირას ნიუ-იორკში დააკავეს. 

კომბსი სექსუალურ შევიწროებაში პირველად მისმა ყოფილმა პირადმა შეფმზარეულმა სინდი რუელამ 2017 წელს დაადანაშაულა, თუმცა საქმე სასამართლო პროცესამდე არ მისულა. რეპერის წინააღმდეგ ბრალდებები კვლავ გრძელდებოდა. 2024 წლის მარტში მისი კერძო სახლები აშშ-ის უშიშროების სამსახურმა გაჩხრიკა. 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მის ბინებში სექსმუშაკების, ფარული კამერების და არალეგალური ნარკოტიკების გამოყენებით იმართებოდა წვეულებები, სადაც რეპერის მხრიდან არაერთი ადამიანი გამხდარა „ემოციური, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის“ მსხვერპლი.

54 წლის რეპერის წვეულებებს კინოსა თუ მუსიკის სფეროს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის არიან:

მომღერალი აშერი, რომელიც კარიერის დასაწყისში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შონ კომბსისთან ცხოვრობდა. 2004 წელს „როლინგ სტოუნთან“ ინტერვიუში მან გაიხსენა ორგიები, რომლებსაც კომბსი აწყობდა. რეპერის დაკავების შესახებ მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სწორედ აშერმა გააცნო 2009 წელს მომღერალი ჯასტინ ბიბერი შონ კომბსს. ბიბერის ოფიციალური არხის ძველი ვიდეოს მიხედვით, მისმა მენეჯერმა აშერმა ხელი მოაწერა „მეურვეობის“ შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, 15 წლის ჯასტინი 48 საათის განმავლობაში 40 წლის რეპერთან უნდა დარჩენილიყო. 

მომღერალ ჯენიფერი ლოპესი კარიერის დასაწყისში, 1999-2001 წლებში ხვდებოდა შონ კომბსს. რეპერი მას კარიერის საწყის ეტაპზე მენტორობას უწევდა. 2-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ლოპესმა თქვა, რომ რეპერთან ურთიერთობის დროს სულ ტიროდა და ამ ურთიერთობამ მისი ცხოვრება უკუღმა დაატრიალა. კომბსის დაკავებაზე არც მას გაუკეთებია საჯარო კომენტარი. 

ცნობად სახეებს შორის, რომლებიც რეპერის წვეულებებს ესწრებოდნენ, არიან ეშტონ კაჩერი, ლეონარდო დიკაპრიო, პერის ჰილტონი, მერაია ქერი, კიმ კარდაშიანი, ჯეი ზი, ბიონსე, სარა ჯესიკა პარკერი და ნაომი კემპბელი.

როგორც Fox New-ი წერს, რეკეტსა და ტრეფიკინგში ბრალდებულ რეპერ შონ კომბსისთან აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის არაერთ წარმომადგენელს წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის არიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი და ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა. კომბსი იყო ერთ-ერთი მთავარი ცნობადი სახე, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში დემოკრატებს უჭერდა მხარს.

2004 წელს კომბსმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დემოკრატების ეროვნულ ყრილობაში ახალგაზრდა ამომრჩევლების ჩართვის საქმეში. 2008 წელს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კომსბმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შავკანიანი ამომრჩევლების მიწვევაზე ობამას საპრეზიდენტო კამპანიის ღონისძიებაზე სახელწოდებით - „ცვლილების ბოლო შანსი“

2020 წელს კი მან საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი და Charlamagne tha God-ის პოდკასტის ინტერვიუში განაცხადა, რომ „ტრამპის მსგავსი თეთრკანიანი მამაკაცები უნდა განდევნონ“.