რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურებში ჩართული უნდა იყოს
თურქეთი ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველა სტრუქტურაში უნდა იყოს ჩართული, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე ერთი კვირით ადრე.
„როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ალიანსის ევროპული საყრდენის განვითარებაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ჩვენ გვსურს, მონაწილეობა მივიღოთ კონტინენტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველა ინიციატივაში. ჩვენ ველით თქვენს მხარდაჭერას, კანონმდებლებო, ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივებში თურქეთის ჩართვის საკითხში“, - განუცხადა მან სტამბოლში ნატოს 32-ვე წევრი სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგატებს.
ერდოღანის თქმით, ნატომ უნდა მოხსნას ყველა დაბრკოლება, რომელიც სამხედრო ალიანსის წევრებს შორის თავდაცვის ინდუსტრიით ვაჭრობას აფერხებს.
„თუ გვსურს, დავძლიოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები, უნდა მოვხსნათ თავდაცვის ინდუსტრიაში ვაჭრობის დაბრკოლებები, ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ მოკავშირეებს შორის ტვირთის დაბალანსებული და სამართლიანი განაწილება“, - მიმართა მან კანონმდებლებს.