Loading data...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი არ დაუშვებს სირიის დაყოფას

თურქეთი არ დაუშვებს სირიის დაყოფას ან მისი მულტიკულტურული სტრუქტურისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა სირიის ლიდერს აჰმად ალ-შარაას განუცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები სირიაზე „მიუღებელია“

„ისრაელის აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს“, - აღნიშნა მან.

თურქეთის ლიდერი ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ სურს.

„ჩვენ არ ვეთანხმებით სირიის დაყოფას. ისინი, ვინც ოცნებობენ სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებაზე, განსაკუთრებით სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კორიდორის გახსნას, ვერ შეძლებენ მიზნების მიღწევას. მინდა, კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადო, ისრაელი არ აღიარებს კანონს. ეს არის უმართავი, უპრინციპო, ტერორისტული სახელმწიფო. ახლა ისრაელის აგრესია ჩვენი რეგიონის მთავარი პრობლემაა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.