რეჯეფ თაიფ ერდოღანი: როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში, ჩვენი ერთადერთი მიზანი თურქეთის ინტერესების დაცვაა
„როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში, ჩვენი ერთადერთი მიზანი თურქეთის ინტერესების დაცვაა, თუნდაც ამას საფასურის გადახდა მოჰყვეს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სწორი და სასიკეთო ნაბიჯების გადადგმაში ოდნავადაც არ დავიხევთ უკან“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას განაგრძობს.
„ჩვენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ვინმესთვის „გოლის გატანას“ კი არ ვცდილობთ, არამედ მხოლოდ ჩვენი საზღვაო ინტერესების დაცვაზე ვზრუნავთ“, - დასძინა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თურქეთი არის ქვეყანა, სადაც ყველა კუთხეში მშვიდობა სუფევს. იგი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც მიესალმება განსხვავებულ აზრს, თუმცა არავის მისცემს უფლებას, ქვეყნის წინააღმდეგ ფარული თუ საეჭვო გარიგებებით იმოქმედოს.