1783184662
უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელზე: ომით შეპყრობილ ხელისუფლებას ახალი ესკალაციის უფლება არ უნდა მიეცეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ იერუსალიმი „თავის პოლიტიკურ გადარჩენას რეგიონში კონფლიქტების გაგრძელებას უკავშირებს“ და „განსაკუთრებით ლიბანსა და სირიას მოსვენებას არ აძლევს“.
„ისრაელის საოკუპაციო ძალები ღაზაში ჩაგრული მოსახლეობის წინააღმდეგ უკანონო და არაადამიანურ თავდასხმებს აგრძელებენ. ომით შეპყრობილ ისრაელის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი რეგიონი კიდევ ერთხელ დენთისა და სისხლის სუნში ჩაძიროს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ერდოღანის მხრიდან ისრაელის მიმართ სულ უფრო მწვავე განცხადებების საპასუხოდ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ კვირაში, Channel 14-თან ინტერვიუში, თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, „დამშვიდდეს“.