1765631242
უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: უკრაინაში ომის დასასრული არც ისე შორსაა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა უკრაინაში მშვიდობის, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხებთან დაკავშირებით.
თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასასრული არც ისე შორსაა.
„მშვიდობა შორს არ არის, ჩვენ ვხედავთ მას“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ სამშვიდობო გეგმას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთანაც განიხილავს.
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის სასარგებლო იქნებოდა, ურთიერთობებს სტრატეგიული ხედვით მიუდგეს.