რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღაზასა და ლიბანში სიონისტი მკვლელები აგრძელებენ სისხლის ღვრას
„ღაზასა და ლიბანში სიონისტი მკვლელები აგრძელებენ სისხლის ღვრას, არღვევენ ყველა კანონს, წესსა და პრინციპს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონი ირანზე თავდასხმების მძიმე ეკონომიკურ ფასს იხდის.
„ჩვენ ისეთ დღეებში ვცხოვრობთ, როდესაც რაკეტებისა და ბომბების ხმა ბავშვების ტირილს ახშობს. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება ხვალ, სად გაისვრის იარაღი. როგორც ხედავთ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე ჩვენი რეგიონი ირანზე თავდასხმების მძიმე ეკონომიკურ ფასს იხდის.
ღაზასა და ლიბანში სიონისტი მკვლელები აგრძელებენ სისხლის ღვრას, არღვევენ ყველა კანონს, წესსა და პრინციპს. ვიდრე პრობლემები გრძელდება შავ ზღვაში, ჩვენ ვხედავთ, როგორ იგეგმება ახალი სქემები და როგორ თამაშდება ახალი თამაშები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში“, - აღნიშნა ერდოღანმა.