რატი იონათამიშვილი: როდესაც ვხედავთ, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში კი არ შემოდიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ მაღალ ფასებს იცავენ, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს
კონკურენციის სააგენტო, ანტიკორუფციული სამსახური და პარლამენტი - ეს იმ უწყებათა ნაწილია, რომლებიც ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ნორმალიზების მიზნით უკვე მუშაობს.
მმართველი გუნდი პრემიერის ინიციატივას მიესალმება.
„ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში. ყველაფერ ამის ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ შინაარსობრივ დისკუსიაში კი არ შემოდიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ მაღალ ფასებს იცავენ, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, იმაზე, რომ მათ აქვთ ის ინტერესები, რაც საკუთარი თავისთვის არის საინტერესო და საზოგადოების ინტერესები, ჩვენი მოქალაქეები მათ საერთოდ არ აინტერესებთ“, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.