Loading data...
რაფაელ გროსი: ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის დიდი ქალაქების ევაკუაციის აუცილებლობით, ბირთვული დიპლომატია რთულია, მაგრამ არასდროს - შეუძლებელი

„დღევანდელი სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის ისეთივე დიდი ან უფრო დიდი ქალაქების ტერიტორიების ევაკუაციის აუცილებლობით. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ატომური ენერგიის სააგენტო თანამშრომლობს თავის წევრ სახელმწიფოებთან და აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას, ამავდროულად, მზადაა დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, თუ ბირთვული უსაფრთხოების დარღვევა მოხდება“, - ამის შესახებ გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.

გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„ყველა ჩვენგანი შეშფოთებით აკვირდება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ სამხედრო თავდასხმებს.

სააგენტო გამოწვევას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მისი მანდატის ფარგლებში, ფოკუსირება მოხდა სამხედრო ოპერაციების შედეგად შესაძლო რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე.

რეგიონული უსაფრთხოების მონიტორინგის ქსელი მზადყოფნაშია მოყვანილი და ჩვენთან მუდმივ კავშირშია. ამ დრომდე ირანის მეზობელ ქვეყნებში რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ირანს და რეგიონის სხვა მრავალ ქვეყანას, რომლებიც სამხედრო თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ, აქვთ მოქმედი ატომური ელექტროსადგურები და ბირთვული კვლევითი რეაქტორები, ასევე, მათთან დაკავშირებული საწვავის შესანახი ადგილები, რაც ზრდის ბირთვული უსაფრთხოების საფრთხეს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოთხი მოქმედი ბირთვული რეაქტორია; იორდანიასა და სირიაში მოქმედი ბირთვული კვლევითი რეაქტორები. ასევე, თავდასხმის ობიექტია ბაჰრეინი, ერაყი, ქუვეითი, ომანი, კატარი და საუდის არაბეთი. ყველა ეს ქვეყანა იყენებს რაიმე სახის ბირთვულ საშუალებას. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახის სამხედრო ოპერაციისას თავის შეკავებას.

იმისთვის, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველვყოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და შევინარჩუნოთ გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმის უწყვეტი ეფექტურობა, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დიპლომატიასა და მოლაპარაკებებს.

სააგენტო მონიტორინგს გააგრძელებს და ინფორმაციას გაავრცელებს მიმდინარე სამხედრო ოპერაციის რადიოლოგიური შედეგების შესახებ, ასევე, ვინარჩუნებთ მზადყოფნას, დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს ბირთვული საფრთხის შემთხვევაში.

დიპლომატია რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, ბირთვული დიპლომატია კიდევ უფრო რთულია, მაგრამ არასდროს - შეუძლებელი. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით დიპლომატიის მაგიდას, აქ საკითხი არ არის - თუ, საკითხია - როდის და ეს უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება სწრაფად.

დღევანდელი სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლო რადიოლოგიური გაჟონვა სერიოზული შედეგებით, მათ შორის ისეთივე დიდი ან უფრო დიდი ქალაქების ტერიტორიების ევაკუაციის აუცილებლობით. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ატომური ენერგიის სააგენტო თანამშრომლობს თავის წევრ სახელმწიფოებთან და აწვდის საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას, ამავდროულად, მზადაა დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, თუ ბირთვული უსაფრთხოების დარღვევა მოხდება“, - აცხადებს გროსი.