Loading data...
რაფაელ გროსი: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების პირველი ჯგუფი ირანში დაბრუნდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სააგენტოს ინსპექტორები ირანში დაბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა წელს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების პირველი ჯგუფი ირანში დაბრუნდა და მუშაობას მალე გავაგრძელებთ. როდესაც საქმე ირანს ეხება, როგორც იცით, ბევრი ობიექტია, რომელთაგან ზოგიერთი ისრაელისა და აშშ-ის მიერ დაიბომბა“, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ.