Loading data...
„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მისი განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა გერმანიასთან ერთად აიღო ვალდებულება, რომ კოორდინირება გაუწიოს უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებს.

„მომავალ კვირას ჩვენი 30-ე შეხვედრა გაიმართება. მთელ ჩვენს ძალისხმევას ბრძოლის გასაგრძელებლად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ნატოს სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მივმართავთ“, - აღნიშნა ჯონ ჰილიმ.