1772441789
უცხოეთი
„რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა“ - ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 მარტს რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, მაგრამ ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა. ამის შესახებ CNN იუწყება.
ქუვეითის სამხედრო უწყების ცნობით, ყველა პილოტი ევაკუირებულია და ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. სხვა დეტალები თავდაცვის უწყებას არ მოჰყავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუვეითში მდებარე ამერიკული ბაზის მახლობლად F-15 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. მედიაში ვრცელდება მოსაზრება, რომ თვითმფრინავი „მეგობრული ცეცხლით“, შემთხვევით ჩამოაგდეს.