რაფაელ გროსი: ბირთვული კატასტროფის რისკი ცივი ომის დროინდელ დონემდე გაიზარდა
ბირთვული კატასტროფის რისკი ისეთ დონემდე გაიზარდა, როგორიც ცივი ომის კულმინაციის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების (NPT) მიმოხილვით კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ომი დაბრუნდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში და მრავალმხრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არის. დღევანდელ ბირთვულ სივრცეში ჩვენ გაურკვეველი პაუზის წინაშე ვდგავართ, მეტი მონაწილეობით, უფრო დიდი რისკებით და ნაკლები სიცხადით“, - აღნიშნა გროსიმ.
მან მოუწოდა ქვეყნებს, დაიცვან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება. ამავდროულად, მისი თქმით, უნდა გაფართოვდეს ბირთვული მეცნიერება და ტექნოლოგია, რადგან ისინი მხარს უჭერენ ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და გარემოს დაცვას.
Important to address the 11th Review Conference of the Parties to the Nuclear Non-Proliferation Treaty in New York today.
— Rafael Mariano Grossi (@rafaelmgrossi) April 27, 2026
The #NPT has stood for more than five decades and commands the widest adherence of any treaty in this domain. Its 191 Parties bring together countries with… pic.twitter.com/km1bbKjnQr