რადოსლავ სიკორსკი შავ ზღვაში ცეცხლის სწრაფ შეწყვეტას ითხოვს, რათა სურსათის გადაზიდვა შესაძლებელი გახდეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მხარეებს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხო გავლა უზრუნველყოფილი იყოს.
მან ასევე განაცხადა, რომ კრემლმა ევროპისთვის ენერგომომარაგების აღდგენის ნებართვის მიღებამდე უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს.
„მე გამოვედი გადაუდებელი ზომების მიღების ინიციატივით, რადგან გლობალური სამხრეთის მოსახლეობას ეს მარცვლეული სჭირდება“, - განაცხადა სიკორსკიმ G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ჩართული უნდა იყოს ომის დასრულებისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევაში. მისი თქმით, ამ საკითხში ევროპასაც აქვს თავისი „კოზირები“, რის გამოც ისიც უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „სამართლიანად უნდა დასრულდეს“, რათა რუსეთმა თავისი ენერგორესურსების ევროპაში გაყიდვა კვლავ შეძლოს.