Loading data...
რადოსლავ სიკორსკი: პოლონეთი სიხარულით მიესალმებოდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნებას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნებას მიესალმება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. 

სიკორსკიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა „ბრექსიტი“ (გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა) გააკრიტიკა.

„თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაზე განაცხადს შეიტანს, რასაც პოლონეთი დიდი სიხარულით მიესალმება, ეს ნიშნავს, რომ ათწლიანი ანალიზის შემდეგ ლონდონი მივიდა დასკვნამდე, რომ წევრობა ერთიან ბაზარზე მონაწილეობის ოპტიმალური ფორმაა. ნუ მოგატყუებენ ევროფობები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკეთესი ალტერნატივა არსებობს“, - დაწერა სიკორსკიმ.