Loading data...
რადოსლავ სიკორსკი: ორი დიდი სახელმწიფო, აშშ და რუსეთი ვერ ახერხებენ გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგეებთან ომების მოგებას

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ იალტის შეთანხმების ისტორიულ მნიშვნელობასა და დიდი სახელმწიფოების სამხედრო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ 1945 წლის იალტის კონფერენცია წარმოადგენდა უკვე არსებული სამხედრო კონტროლის დადასტურებასა და ლეგიტიმაციას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ამერიკულ და საბჭოთა ჯარებს ფაქტობრივად ეკავათ.

მინისტრის შეფასებით, თანამედროვე ეპოქაში ორი დიდი სახელმწიფო  აშშ და რუსეთი - ვერ ახერხებენ გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგეებთან ომების მოგებას.

„გავიხსენოთ, რა იყო იალტა. ეს იყო იმ გავლენის სფეროების დადასტურება და ლეგიტიმაცია, რომლებიც ამერიკულ და საბჭოთა ჯარებს უკვე კონტროლის ქვეშ ჰქონდათ მოქცეული. დღეს ორი დიდი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი - ყოველ შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში, ვერ ახერხებენ გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგეებთან ომების მოგებას. ამიტომ რუსეთის მხრიდან საუბარი, რომ დაამყაროს რუსული გავლენის სფერო იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ამჟამად არ აკონტროლებს და რომელთა დაპყრობაც არ შეუძლია, სრულიად არარეალისტურია“, - აღნიშნა სიკორსკიმ.