რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინის არმიაა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინის არმიაა. ეს აზრი მან TVN 24-თან ინტერვიუში გამოთქვა.
სიკორსკიმ ასევე ისაუბრა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელიც განიხილავს მომავალში უკრაინაში „შემაკავებელი ძალების“ შესაძლო განთავსებას.
სიკორსკის თქმით, პოლონეთი კოალიციაში იქნება, მაგრამ უკრაინაში ფიზიკურად არ იქნება წარმოდგენილი.
„უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე დიდი, საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია. ჩვენს მხარეს არის ევროპაში ყველაზე დიდი არმია და მას აქვს ამ ახალი ტიპის ომის წარმოების გამოცდილება მილიონობით უპილოტო თვითმფრინავის მონაწილეობით“, – აცხადებს სიკორსკი.