რადაში განმარტავენ, როგორ აპირებენ 18-25 წლის ახალგაზრდების ნებაყოფლობითი მობილიზაციისკენ წახალისებას - UNIAN
ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, რომელიც ჯარში 18-25 წლის ახალგაზრდების გაწვევას ითვალისწინებს. როგორც UNIAN წერს, რადაში განმარტეს, თუ როგორ აპირებენ 26 წლამდე ახალგაზრდების წახალისებას, შეუერთდნენ ქვეყნის თავდაცვის ძალებს.
როგორც უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი, ფიოდორ ვენისლავსკი UNIAN-თან ინტერვიუში განმარტავს, ეს შეიძლება იყოს ფინანსური წახალისება, რის შედეგადაც, ახალგაზრდებმა ნებაყოფლობით საფუძველზე ხელი უნდა მოაწერონ კონტრაქტს.
„კომიტეტში განიხილება გარკვეული წახალისებების და ჯილდოების დაწესება, მათ შორის, ფინანსურის, თუმცა ეს ყველაფერი საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობას უკავშირდება. რაც შეეხება არმიაში 18-25 წლის ახალგაზრდების მოზიდვას, ეს ახალი იდეა არ არის. უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, ამ ასაკში შეუძლია ნებაყოფლობითი კონტრაქტის გაფორმება და შეიარაღებულ ძალებში მსახურება. გასულ წელს, ამ ასაკის ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ გააფორმა კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ამას დაემატოს მატერიალური სტიმულაცია, მსურველთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“, - ამბობს ის.