Loading data...
რადამ საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა

უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2025 წლის 9 მაისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი Telegram-ზე წერს

მისი თქმით, „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ“ ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ კანონპროექტს მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 8 თებერვლამდე იყო დაწესებული. 

14 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტები მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის კიდევ 90 დღით გახანგრძლივების თაობაზე.