Loading data...
პუტინს ვერ ვენდობით, ჩვენთვის ის არის მკვლელი და აგრესორი, აუცილებელია გეგმა - ზელენსკი ორბანის წინადადებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის წინადადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ შეიძლება, საჭიროა შესაბამისი გეგმა.

„პრინციპში, პუტინს ვერ ვენდობით, რადგან ჩვენთვის ის არის მკვლელი და აგრესორი. მნიშვნელოვანია, უნგრეთმა აღიაროს, რომ რუსეთი არის აგრესორი და ასევე, აღიაროს, რომ ცნობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასობით შეხვედრა გამართა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით, რუსეთმა კი ეს ყველაფერი ჩაშალა.

„მაშასადამე, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნების, ლიდერების თანდასწრებით, რომლებსაც აქვთ ნდობა. მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ომის დასრულების ეტაპებზე, მაგრამ ჩვენ ყველა ერთ მხარეს უნდა ვიყოთ, უნდა ვენდოთ ერთმანეთს“, - განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტექნიკის დასაგროვებლად, როდესაც უკრაინა, ზავის პირობების თანახმად, არ შეაჩერებს მას დარტყმებით.