Loading data...
პუტინს ევროპაში ავღანეთის შექმნა სურს, ტრამპმა კი არ იცის, როგორ შეაჩეროს ეს - WSJ-ის ექსპერტი

„რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების სტრატეგია არ გააჩნია. არც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუმცა მან ალასკის სამიტზე საკუთარი თავისთვის „კიდევ ერთი ვარსკვლავური მომენტი“ შექმნა“, - წერს Wall Street Journal-ის სარედაქციო საბჭოს წევრი, ექსპერტი ჰოლმან ჯენკინს უმცროსი

„მან {ტრამპი} მოკავშირეებს შორის სოლიდარობის სასარგებლო დემონსტრირება მოახდინა. მან ასევე შეინარჩუნა ღია დიალოგი რუსეთთან“, - აცხადებს ექსპერტი. 

ჰოლმანის თქმით, ტრამპი ისეთივეა, როგორც ყველა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც არ სურს იყოს უკრაინის სამხედრო გარანტორი.

„პუტინმა მთელ უკრაინაზე კონტროლის დამყარება სცადა და აღმოაჩინა, რომ ეს მიუწვდომელი იყო იმ ფასად, რომლის გადახდაც მას შეეძლო“, - აცხადებს ჰოლმანი. 

მისივე თქმით, ამ ომში აშშ-ს საკუთარი ინტერესები აქვს, კერძოდ: შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და აღმოფხვრას არაპროგნოზირებადი შედეგები, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დამარცხება. 

გარდა ამისა, ტრამპს სურს ნობელის პრემიის მიღება მშვიდობისთვის. 

„სწორედ ამიტომ წარიმართა ანკორიჯში შეხვედრა ასე, რადგან ეს იყო შეხვედრა ორი სახელმწიფოს მეთაურს შორის, რომლებსაც ერთმანეთისთვის ქება-დიდება მოუწიათ, რადგან ერთმანეთისგან ისეთი რამ სურდათ, რისი გამოხატვაც არ შეეძლოთ“, - თქვა ჰოლმანმა.