1752820050
უცხოეთი
პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსული პასპორტების მიღების ნებართვა 2028 წლის აგვისტომდე გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შიდა რუსული პასპორტების მიღების ნებართვა 2028 წლის აგვისტომდე გასცა. შესაბამისი ბრძანებულება იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
როგორც „ეხოკავკაზა“ წერს, პასპორტების გაცემისა და შეცვლის შესაბამისი პროცედურის შემუშავება რუსეთის მთავრობას ეხება.
„დებულებები არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ მიიღეს. მანამდე ვლადიმერ პუტინმა გაამარტივა რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მაცხოვრებლებისთვის, ასევე 2026 წლამდე აფხაზეთში მცხოვრები პირებისთვის რუსული მართვის მოწმობების გაცემის პროცედურაც გამარტივდა,“ - წერს მედიასაშუალება.