1715765782
უცხოეთი
პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიხეილ მიშუსტინმა შეინარჩუნა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
მთავრობის წინა შემადგენლობიდან 10 მინისტრი პორტფელს შეინარჩუნებს. ფინანსთა მინისტრი კვლავ ანტონ სილუანოვია, ეკონომიკის მინისტრი მიხეილ რეშეტნიკოვი, მშენებლობის მინისტრი ირეკ ფაიზულინი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ მურაშკო, კულტურის მინისტრი ოლგა ლიუბიმოვა და სხვები.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება თავდაცვის სამინისტროში მოხდა. ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ პუტინმა უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა, ხოლო უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ნიკოლაი პატრუშევი პუტინის ადმინისტრაციის უფროსი გახდა. თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის პოსტი ანდრეი ბელოუსოვმა დაიკავა.