Loading data...
„პუტინმა ირანს სთხოვა, ისრაელს თავშეკავებული პასუხი გასცეს და მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი აირიდოს“ - Reuters წყაროებზე დაყრდნობით

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის თხოვნით მიმართა, ისრაელს თავშეკავებული პასუხი გასცეს და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობაზე თავდასხმის ასაცილებლად რჩევები მისცა - ამის შესახებ Reuters ირანის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს

წყაროების ცნობით, კრემლის ლიდერის აღნიშნული მესიჯი ირანის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ თეირანში ვიზიტისას გააჟღერა. 

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, თეირანმა ამ შეხვედრაზე მოსკოვს რუსული წარმოების Sukhoi Su-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები სთხოვა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და ირანს შორის სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიეზე განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდება. ისრაელს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა, „ჰამასი“ სწორედ მას ადანაშაულებს ჰანიეს ლიკვიდაციაში.