Loading data...
პუტინმა ღაზის სექტორთან დაკავშირებულ საერთაშორისო „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მოწვევა მიიღო

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის შესახებ“, - აცხადებს კრემლის ლიდერის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

პესკოვის თქმით, დეტალების განხილვა მიმდინარეობს. 

„მართლაც, პრეზიდენტმა პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის შესახებ. ამჟამად ჩვენ შეთავაზების ყველა დეტალს ვსწავლობთ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

საბჭოს მუდმივი წევრობა ხელმისაწვდომია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც 1 მილიარდ დოლარს გადაიხდიან.