1772647171
უცხოეთი
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეწყვიტოს ევროპისთვის გაზის მიწოდება
რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს და არა ერთ თვეში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ისინი კვლავ გეგმავენ, როგორც თქვენ ახლახან აღნიშნეთ, რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის, შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას. ხოლო ერთ წელიწადში, 2027 წელს, კიდევ შემდგომი შეზღუდვები, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. და შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მოგებიანი იყოს სწორედ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება ევროპულ ბაზარზე. გადავიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავმკვიდრდეთ“, - აცხადებს პუტინი.