Loading data...
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ კრემლი არასდროს წყვეტდა კონტაქტებს ვაშინგტონთან.

რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ტრამპი „ნდობით აღსავსე, გონიერი და პრაგმატული ადამიანია“.

გარდა ამისა, პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ში გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის „გამარჯვება რომ არ მოეპარათ“, უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

„დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“, - აღნიშნა პუტინმა.