პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა - ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ამის შესახებ კრემლი იტყობინება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრის ინიციატორი თურქული მხარე იყო.
„თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ მიმდინარე სიტუაციას ნეგატიური გავლენა აქვს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბით, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის სფეროებში.
მხარეებმა ასევე გამოხატეს საერთო სურვილი, რაც შეიძლება სწრაფი ცეცხლის შეწყვეტისა და რეგიონის ყველა სახელმწიფოს კანონიერ, ინტერესებზე დაფუძნებული კომპრომისული სამშვიდობო შეთანხმებების შემუშავების აუცილებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის გარშემო არსებული ვითარების განხილვისას, პუტინმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს შესაბამისი მოლაპარაკებების პროცესის ხელშეწყობის მზაობისთვის.
მათ ასევე განიხილეს რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების შემდგომი ნაბიჯები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში