Loading data...
პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ერდოღანის ოფისში აღნიშნეს, რომ საუბრისას განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და გლობალური საკითხები.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ გააგრძელონ თანამშრომლობა თურქეთსა და რუსეთს შორის ბევრ სფეროში, კერძოდ ვაჭრობის გაზრდის მიზნით.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას „რეგიონული დაძაბულობის დასასრულებლად და რომ ის გააგრძელებს წვლილის შეტანას სამშვიდობო პროცესებში“.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, ასევე ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდაზე.

გარდა ამისა, კრემლის ცნობით, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები რამდენიმე საერთაშორისო თემასაც შეეხნენ.