Loading data...
პუტინმა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ჩინეთის მოქალაქებისთვის რუსეთის ფედერაციაში უვიზო შესვლის რეჟიმს ითვალისწინებს. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

ბრძანებულების მიხედვით, 2026 წლის 14 სექტემბრამდე ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ჩასვლა და იქ 30 დღის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ. საუბარია სტუმრად, საქმეზე ან ტურისტად ჩასვლაზე. გამარტივებული სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს პირებზე, რომლებიც რუსეთში სასწავლებლად, სამუშაოდ ან გადაზიდვების მიზნით ჩადის.

მანამდე რუსეთის უვიზო მიმოსვლა ჩინეთმა დაუწესა. ეს რეჟიმი ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს. რუსეთის მოქალაქეებსაც ჩინეთში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ.