Loading data...
პუტინის წარმომადგენელი ჟენევაში ამერიკელებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა - TASS

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ამერიკულ დელეგაციასთან შესახვედრად ჟენევაში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იტყობინება.

როგორც ცნობილია, დღეს, 26 თებერვალს, ჟენევაში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის შეხვედრა იმართება. უკრაინულ გუნდს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობენ. 

რუსული მედია იუწყება, რომ პუტინის წარმომადგენელი სასტუმრო Four Seasons-ში მივიდა, სადაც უკრაინასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან.