1764925478
უცხოეთი
პუტინის თანაშემწე აცხადებს, რომ ჯარედ კუშნერი აქტიურად მუშაობს უკრაინის სამშვიდობო საკითხებზე
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯარედ კუშნერი უკრაინის სამშვიდობო საკითხზე აქტიურად მუშაობს. ამის შესახებ უშაკოვმა ტელეარხ „ზვეზდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უშაკოვის თქმით, კუშნერის მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში ამერიკული მხარის ინიციატივა იყო.
„კუშნერი უკვე გარკვეული ხანია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს, გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კუშნერის პერსონამ ამ საკითხს მეტი მნიშვნელობა შესძინა“, - აცხადებს უშაკოვი.
ინფორმაციისთვის, 2 დეკემბერს მოსკოვში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშნერს და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს შეხვდა.