Loading data...
პუტინის თანაშემწე: ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მტკიცე შეთანხმების მიღწევის პირობა დადო. 

უშაკოვის თქმით, „ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება“.

ამასთან, როგორც პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, თეთრი სახლის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ განსხვავდებიან თავიანთი წინამორბედისგან, რომლებმაც ომი წამოიწყეს.

იური უშაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ვაშინგტონთან საკითხის გრძელვადიანი მოგვარების კონტექსტში მუშაობს, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კი საუბარი არ მიმდინარეობს.

„მხარეები ცდილობენ მოლაპარაკებას რთულ დებულებებზე, რომლებიც მომავალი შეთანხმების ფორმასა და ბედს განსაზღვრავს“, - განაცხადა უშაკოვმა და დასძინა, „პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრის საკითხი არ განხილულა“.