1768850093
უცხოეთი
პუტინის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დავოსში ამერიკულ დელეგაციასთან შესახვედრად - Reuters
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დავოსში გაემგზავრება, რათა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ამერიკულ დელეგაციას შეხვდეს, იტყობინება „როიტერი“ ორ წყაროზე დაყრდნობით.
კირილ დმიტრიევი უკრაინასთან მოლაპარაკების საკითხში აქტიურად არის ჩართული.
დმიტრიევი მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლებს სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ამერიკელებთან მოლაპარაკებები დავოსში გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, დავოსის ეკონომიკურ ფორუმს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაესწრება.