„პუტინის მთავარი მოთხოვნები“ - პუტინმა ომის დასრულების რამდენიმე ძირითადი პირობა წამოაყენა - Reuters

ალასკაში გამართული სამიტის დროს, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ კრემლის წინადადებები წარუდგინა.
„როიტერმა“ გამოაქვეყნა პუტინის მოთხოვნების სია უკრაინის მიმართ. წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნები ტერიტორიებს, სანქციებსა და რუსულ ენას ეხება უკრაინაში.
პუტინის მთავარი მოთხოვნები: 👇
- უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს
- რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს
- მოსკოვი ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს
- უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ ალიანსის გარეთ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს
- ყირიმი აღიარებული იქნება რუსეთის ფედერაციად
- რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გარკვეული სანქციები უნდა მოიხსნას
- რუსული ენა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ სტატუსს მიიღებენ
ცნობისთვის, Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებმა „ძირითადად შეთანხმებას მიაღწიეს“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კიევზე იქნება დამოკიდებული. პრეზიდენტი ზელენსკი 18 აგვისტოს, ვაშინგტონში გაემგზავრება ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის.
კიევმა უკვე უარყო ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში, რომელიც თავდაცვის ძირითად ხაზად მიიჩნევა. ევროპელმა ლიდერებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს, რომ ყირიმის რუსულად აღიარება და დონბასის საკითხთან დაკავშირებით დათმობები მიუღებელია.