პუტინის განცხადებით, ყირიმისა და დონბასის სტატუსი მოლაპარაკების საკვანძო საკითხი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ყირიმისა და დონბასის სტატუსი საკვანძო საკითხი იქნება.
„იურიდიული შეკითხვა მაქვს: შტატების გეგმაში ნათქვამია, რომ ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიებად დე ფაქტო იქნება აღიარებული და არა დე იურე. ეს როგორ იქნება? სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ამერიკელ კოლეგებთან. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. სამშვიდობო გეგმის პროექტი უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების საფუძველი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, რუსეთი ომს გააგრძელებს“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
ინფორმაციისთვის, მედიაში გამოქვეყნებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებდა უკრაინის მიერ რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის აღიარებას ყირიმზე, ლუგანსკის და დონეცკის მთელ რეგიონებზე, ასევე ხერსონსა და ზაპოროჟიეზე.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტია, არ დათანხმდება მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას.