Loading data...
პუტინი უცხოური ბიზნესის რუსეთში დაბრუნებაზე - ბოდიშის მოხდა უკან დაბრუნების ბილეთი არ არის

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ვალდებული არ არის თავის ბაზარზე დააბრუნოს ის დასავლური კომპანიები, რომლებმაც რუსეთი კრიტიკით დატოვეს და ახლა რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას ცდილობენ. ამის შესახებ პუტინმა „ბიზნეს რუსეთის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ პრაგმატიზმით უნდა ვიხელმძღვანელოთ: სასარგებლოა ეს ჩვენთვის თუ არა...ბოდიშის მოხდა უკან დაბრუნების ბილეთი არ არის“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნეს არა სინანულით, არამედ ეკონომიკისთვის სარგებლის მიღების გათვალისწინებით“, - აცხადებს პუტინი. 

ინფორმაციისთვის, მანამდე კი, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ  მას მსხვილი უცხოური ბრენდები რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თხოვნით მიმართავენ.