1764874955
უცხოეთი
პუტინი: უკრაინის კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია.
„მე უკვე ვთქვი, რომ მათთვის [უკრაინელებისთვის] ყველაზე მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ, რომ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია“, - განაცხადა მან India Today-სთან ინტერვიუში.
პუტინის თქმით, კიევი ამჟამად „სამხედრო გადაწყვეტისკენ იხრება“.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი თავდაპირველად მოლაპარაკებების მომხრე იყო და მოლაპარაკებების პროცესი 2022 წელს დაიწყო.
„და რას აპირებენ ისინი [უკრაინელები] იქ სინამდვილეში, ეს მათ უნდა ვკითხოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.